EMERALD GROUP - 10 წელი ტვირთების ჩინეთიდან ტრანსპორტირებაში

30.01.2026
news

Emerald Group - 10 წლიანი გამოცდილება ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირებაში

 

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საერთაშორისო ვაჭრობა სწრაფად განვითარდა და განსაკუთრებით გაიზარდა ჩინეთიდან ტვირთების იმპორტი. ამ პროცესში ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის სანდო ლოჯისტიკური პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთის უსაფრთხო და დროულ ტრანსპორტირებას.

Emerald Group უკვე 10 წელია აქტიურად მუშაობს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში და ეხმარება კომპანიებს ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირებაში საქართველოში. ჩვენი მიზანია, კლიენტებს შევთავაზოთ ეფექტური და მოქნილი ლოჯისტიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც ამარტივებს საერთაშორისო ვაჭრობას.

 

როგორ გახდა Emerald Group სანდო პარტნიორი ლოჯისტიკაში

 

წლების განმავლობაში Emerald Group ჩამოყალიბდა როგორც სანდო პარტნიორი ტვირთების ტრანსპორტირებაში ჩინეთიდან. ჩვენი გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა ტიპის ტვირთის გადაზიდვას - მცირე პარტიებიდან დაწყებული, სრული კონტეინერის ტრანსპორტირებით დასრულებული.

ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს იმისთვის, რომ თითოეულმა კლიენტმა მიიღოს სწრაფი, უსაფრთხო და გამჭვირვალე ლოჯისტიკური სერვისი.

 

ტვირთის ტრანსპორტირება ჩინეთიდან საქართველოში

დღეს ბევრი კომპანია ეყრდნობა ჩინეთიდან ტვირთის ტრანსპორტირებას, რადგან ჩინეთი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმოების ბაზარს მსოფლიოში.

Emerald Group გთავაზობთ:

  • ტვირთების ტრანსპორტირება ჩინეთიდან საქართველოში

  • კონტეინერის ტრანსპორტირება საერთაშორისო მარშრუტებით

  • ლოგისტიკური მომსახურება ბიზნესებისთვის

  • ტვირთის უსაფრთხო მიწოდება დანიშნულების ადგილამდე

ჩვენი ლოჯისტიკური პროცესები ორგანიზებულია ისე, რომ თქვენი ტვირთი ჩინეთიდან საქართველოში სწრაფად და უსაფრთხოდ ჩამოვიდეს.

 

ჩვენი სერვისები საერთაშორისო გადაზიდვებში

Emerald Group-ის მომსახურება მოიცავს სრულ ლოჯისტიკურ მხარდაჭერას, რომელიც მოერგება სხვადასხვა ტიპის ბიზნესს.

 

კონტეინერის ტრანსპორტირება

ჩვენ ვახორციელებთ სრული კონტეინერის ტრანსპორტირებას (FCL) ჩინეთიდან, რაც განსაკუთრებით ეფექტურია დიდი მოცულობის ტვირთებისთვის.


კონსოლიდირებული ტვირთი

თუ ტვირთი მცირე მოცულობისაა, შესაძლებელია კონსოლიდირებული ტვირთის გადაზიდვა, რაც საშუალებას გაძლევთ მნიშვნელოვნად შეამციროთ ტრანსპორტირების ხარჯები.

 

ტვირთის დაზღვევა და დოკუმენტაცია

Emerald Group ასევე უზრუნველყოფს:

  • ტვირთის დაზღვევას ტრანსპორტირების დროს

  • საბაჟო დოკუმენტაციის კოორდინაციას

  • ლოგისტიკური პროცესების სრულ მართვას

 

ვენი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და ინდივიდუალური მიდგომა უზრუნველყოფს, რომ თქვენი ტვირთი ჩინეთიდან უსაფრთხოდ და დროულად ჩამოვიდეს საქართველოში.